მანდარინის ექსპორტმა 21.333 ტონა შეადგინა

მიმდინარე წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 20,085 ტონა.

ამის შესახებ  report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

საექსპორტო ქვეყნებს ოთხი ახალი ბაზარი დაემატა. 

წელს პირველად ექსპორტი განხორცილდა:

ლიეტუვაში (120,9ტ), სინგაპურში (0,1ტ), 

კატარში (0,4ტ) 

და სლოვენიაში (158,2ტ).

19 დეკემბრის მდგომარეობით რუსეთში ექსპორტირებულია 13,075.3 ტონა, 

უკრაინაში 4,047.2 ტონა 

და სომხეთში 3,333.6 ტონა.

აქვე აღსანიშნავია, რომ წელს მანდარინის ფასი 0,70 თეთრიდან 1,50-ლარამდეა.

სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის ოდენობა 5,536 ტონაა.