მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანაშვილის, განცხადებით, თუ მძღოლი საჭის გადატანას და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ელ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც ჩვეულებრივ გაივლის. თუმცა, აღნიშული პერიოდის შემდგომ, საჭის გადატანა (შესაბამისად, ტექდათვალიერება) აიკრძალება.

მისივე ინფორმაციით, რეგულაციები მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც გავრცელდება. იგივე შეეხება დასტიკერებულ ფარებსაც, ანუ ესეც 2020 წლის 1-ელ აპრილამდე იქნება დაშვებული.

"ცვლილება შეეხება თხევად აირზე მომაშავე ავტომობილებს. მათთვის სავალდებულო ხდება, რომ ტექინპექტირებამდე გაიარონ შემოწმება თხევად აირზე და მისი სისტემის გამართულ მუშაობაზე“,- აღნიშნა ვაჟა იოდანაშვილმა.