მარტში ექსპორტიც და იმპორტიც შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი 22%-ით ანუ $71.5 მილიონით შემცირდა და ის $251.9 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

იმპორტის მოცულობამ $655 მილიონს შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $100,9 მილიონი დოლარით, ანუ 13.24%-ით ნაკლებია. 

2020 წლის იანვარ-მარტში, ანუ პირველ კვარტალში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $2.77 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. 

აქედან, ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარი (1.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მარტში 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 პროცენტი შეადგინა.

ეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ექსპრეს მონაცემებია, რომელიც საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა.

უწყება დეტალურ ანგარიშს 2020 წლის 21 აპრილს წარადგენს.