მარტში იმპორტიც გაძვირდა და ადგილობრივი ნაწარმიც

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 4.9 პროცენტი, ხოლო ადგილობრივი წარმოების საქონელზე 6.2 პროცენტი შეადგინა.

შერეული საქონელი 6.7 პროცენტით გაძვირდა.

2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით ხანმოკლე, საშუალო ხანგრძლივობის და ხანგრძლივი მოხმარების იმპორტირებულ საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 1.0, 0.4 და 2.1 პროცენტით მოიმატა. 

ფასებმა მომსახურებაზე 0.1 პროცენტით დაიკლო. 

წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების ადგილობრივი წარმოების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 8.5, 1.0 და 6.8 პროცენტით მოიმატა. 

ფასები მომსახურებაზე 2.5 პროცენტით გაიზარდა.