მასკის ქონება $300 მილიარდს აჭარბებს

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონებამ 300 მილიარდ აშშ დოლარს  გადააჭარბა, რითაც იგი ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ამის შესახებ Bloomberg Billionaires Index-ის ანგარიშშია აღნიშნული. 

ბოლო განახლების შემდეგ მასკის ქონება 9,79 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 132 მილიარდი დოლარით.

ეს განპირობებულია იმით, რომ Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

Bloomberg Billionaries Index-ის მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 199 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზეა.