ხარისხიანია თუ არა ცემენტი საქართველოში

ცემენტის ბაზარზე ბევრი კომპანიის წარმოებული პროდუქტი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. 

საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 31 სახეობიდან 6 კომპანიის მხოლოდ 9 პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები.

9 ნიმუშიდან 6 ადგილობრივი პროდუქციაა, 3 თურქული. შემოწმებული 31 ნიმუშიდან ოცდაორმა 22 ვერ გადალახა ბარიერი, აქედან 7-მა შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<20 მპა).

2019 წლის დეკემბრის ფარული ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა 2019 წლის ივლისი ტესტირების შემდეგ გააუარესა პროდუქციის ხარისხი. 

ივლისში შემოწმებული 28 ნიმუშიდან 9-მ გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (32%), შემოწმებული 28 ნიმუშიდან 19-მა ვერ გადალახა, აქედან 8-მ კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<20 მპა).