Mercedes-მა 800 ათასი ავტომობილი გაიწვია

ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-მა, გაუმართაობის გამო, მთელი მსოფლიოდან  800 000-ზე მეტი ავტომობილი გაიწვია. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.

გამოცემა განმარტავს, რომ გაუმართაობამ ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა,  ხანძრის საშიშროება გამოიწვიოს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოვლენილია გაუმართაობა გამაგრილებლის ტუმბოში. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე საჭირო სათადარიგო ნაწილების სიმცირის გამო ამ დროისთვის მძღოლები სერვის ცენტრებთან დაკავშირებას ვერ შეძლებენ.

საუბარია 2017 წლის იანვრიდან 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით წარმოებულ დიზელის მოდელებზე: GLC, GLE, GLS, C, E და S კლასები, CLS OM654 ან OM656 ძრავებით.

როგორც წერილის ტექსტიდან ირკვევა, მწარმოებელი დაზიანებული მანქანების მფლობელებს ურჩევს, რომ ავტომობილი ფრთხილად მართონ და რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენონ.