Meta-ს Giphy-ის გაყიდვას აიძულებენ

კორპორაცია Meta-ს (Facebook) ბრიტანეთის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ Giphy-ის გაყიდვა უბრძანა. 

უწყებამ დაადგინა, რომ GIF-ის საძიებო სისტემასთან Meta-ს $315 მილიონი გარიგება სოციალური მედიის პლატფორმებს შორის კონკურენციას შეამცირებს.

Meta-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას გეგმავენ. 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთის მარეგულირებელი კომპანიას აიძულებს დასრულებულ გარიგებაზე უარი თქვას.