ვროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწვევენ დამწყები და მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებს სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათი განმარტებიტ, კონკურსის მიზანია სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის გზით და სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა.
პროგრამა განხორციელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო. თანადაფინანსება გაიცემა შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
• სამეწარმეო საქმიანობების დაწყებისთვის და განვითარებისთვის. მინიმალური საგრანტო მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 20,000 ლარს და მაქსიმალური: 300,000 ლარს, თუმცა თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა თითოეულ პროექტზე განსაზღვრულია არაუმეტეს 170,000 ლარით, რომელიც არ აღემატება პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.• საწყის ეტაპზე, ბიზნეს საქმიანობისთვის განახლებადი და ენერგოეფექტური რესურსების გამოყენებაზე გათვლილი პროექტები,. მინიმალური საგრანტო მოცულობა: 1,500 ლარი და მაქსიმალური: 30,000 ლარი ერთ პროექტზე, რომელიც არ აღემატება პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.პროგრამაში განაცხადების მიღება განხორციელდება ორ ეტაპად:
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.rda.gov.ge/