მიმდინარე წლის 7 თვეში 65 ვალუტის ჯიხური დაიხურა

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში 65-მა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა შეწყვიტა საქმიანობა, მათგან 12 ეროვნული ბანკის სანქციით.

53 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მფლობელის განცხადების საფუძველზე გაუქმდა, ხოლო სებ-მა რეგისტრაცია 12 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმა.

გარდა ამისა, 2021 წლის იანვრიდან 27 ივლისამდე სულ 13 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდა.