მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

5 აგვისტოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ რეჟიმში გააცნობს.

როგორც ეროვნული ბანკიდან report.ge-ს აცნობეს, პირდაპირი ჩართვის დროს მედიის წარმომადგნელებს შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეკითხვები დაუსვან.

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 11:00 საათზე დაიწყება.