მოსახლეობის მსყიდველუნარიანობით ევროპაში ლიხტენშტაინი ლიდერობს

ანალიტიკურმა კომპანია Growth from Knowledge-მ(GfK) წელიწადში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მიხედვით ევროპის ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში 42 ქვეყანა მოხვდა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ლიხტენშტაინი, სადაც ერთი მოსახლის მსყიდველობითი უნარი წელიწადში 67 550 ევროს შეადგენს. რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელზე (14 739 ევრო) 4,5 -ჯერ მეტია. ლიდერების სამეულშია შვეიცარია და ლუქსემბურგი. სადაც ერთი მოსახლის მსყიდველობითი უნარია 42 000 და 35 000 ევროა.

Growth from Knowledge-ს რეიტინგში ბოლო სამ პოზიციაზეა მოლდოვა, კოსოვო და უკრაინა. უკრაინაში ერთი მოსახლის მსყიდველობითი უნარი წელიწადში 18,30 ევროა.