მოსალოდნელია ამინდის გაუარესება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 3 ოქტომბრის დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება. 

ზღვაზე 4 ოქტომბერს მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს