მსოფლიო ბანკმა აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ღირებულება გასული წლის მონაცემებს 5%-ით გადააჭარბებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სოფლიო ბანკი პროგნოზირებს, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა 2022 წელს 3,1%-ით, ხოლო 2023 წელს 2,7%-ით გაიზრდება.

მანამდე, ივნისის პროგნოზით აზერბაიჯანის ეკონომიკის 2,2%-იანი ზრდა იყო ნავარაუდები.

შეგახსენებთ,  2021 წლის 8 თვის განმავლობაში აზერბაიჯანის მშპ  რეალური მაჩვენებლებით 3.6%-ით გაიზარდა, მათ შორის არასამთავრობო ნავთობისა და გაზის სექტორში - 5.7%-ით. ხოლო, არა-ნავთობპროდუქტებისა ინდუსტრიაში ეკონომიკური ზრდა18,7%-ს შეადგენდა, სოფლის მეურნეობაში - 5%-ს.

აზერბაიჯანის მთავრობა პროგნოზირებს, რომ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 4.6% იქნება.