მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ცვალებადია

7 სექტემბერს, სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასები ცვალებადია.

Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0.44%-ით გაიზარდა და ბარელზე 72.54 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,22%-ით არის შემცირებული და ბარელზე 69,14 აშშ დოლარად ბარდება.

OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე გაზარდეს.