მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კლებულობს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები, მაკორექტირებელი ზრდის სესიის შემდეგ, კვლავ მცირდება. ინვესტორების შეფასებით, ამის მიზეზი ნავთობის ამერიკული ინსტიტუტის (API) მონაცემებია, რომლის თანახმად აშშ-ში ნავთოვის მარაგები გაიზარდა.  

Brent-ის ტიპის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 0.76%-ით დაეცა და ბარელზე 68.82 აშშ დოლარს შეადგენს. 

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.79%-ით დაეცა და ბარელზე  66.67 აშშ დოლარად ბარდება. 

19 ივლისს, ნავთობზე ფასები თითქმის 7–7,5%-ით დაეცა, სამშაბათს კი 1–1,5%-ით გაიზარდა.

API-ის ინფორმაციით, კვირის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგი 0,8 მილიონი ბარელით გაიზარდა, 438,4 მილიონ ბარელამდე. ოფიციალური სტატისტიკა ნავთობის კომერციული მარაგების შესახებ დღეს გამოქვეყნდება.

OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოდან ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით გაიზრდება. შესაბამისად, კრიზისამდელ მდგომარეობას ქვეყნები 2022 წლის ბოლოს მიაღწევენ.