მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები შემცირდა

ორშაბათს ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 1,24 აშშ დოლარით დაეცა და ბარელზე 69,46 აშშ დოლარს შეადგენს.

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება კი 1.29 აშშ დოლარით დაეცა და ბარელზე 66.99 აშშ დოლარად ბარდება.

ნავთობის ბაზარზე ზეწოლას მსოფლიოში კორონავირუსის დელტა შტამის უკონტროლო გავრცელება განაპირობებს.

შეგახსენებთ, OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოდან ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით გაიზრდება. შესაბამისად, კრიზისამდელ მდგომარეობას ქვეყნები 2022 წლის ბოლოს მიაღწევენ.