მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დაგეგმილ ყველა შეხვედრას წყვეტს

კორონავირუსის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 20 მარტამდე დაგეგმილ ყველა შეხვედრას წყვეტს.

გენერალურმა დირექტორმა რობერტო აზევედომ მსოფლიო სავაჭრო ორგანზაციის წევრებს ამის შესახებ უკვე აცნობა.

„ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და განვახორციელებთ ყველა ზომას, რაც ჯანმრთელობისა და უსფრთხოების დაცვისთვის იქნება აუცილებელი,“ – აღნიშნულია აზევედოს განცხადებაში.

ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.