მსოფლიოში ნავთობის ფასები მცირედით შემცირდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ბოლო ორი სავაჭრო სესიის ფარგლებში იზრდებოდა, თუმცა გასული 24 საათის განმავლობაში, კორექციის ფარგლებში შემცირდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ქოტიმბრის ფიუჩერსების ფასი 0,68%-ით დაეცა და ბარელზე74,59 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო სექტემბრის ფიუჩერსები 0,53%-ით შემცირდა,  ბარელზე 75,65 აშშ დოლარამდე.

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,61%-ით შემცირდა და ბარელზე 73,17 აშშ დოლარად ბარდება.

სამუშაო კვირის ბოლოსთვის, ნავთობის ფასებმა, შესაძლოა,1-1.5%-იანი ზრდა აჩვენოს. ნავთობის ფასების მატება აშშ-ის ნედლი ნავთობის მარაგების კვირის მონაცემების გამოქვეყნებასთან არის დაკავშირებული. 

ამრიგად, შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული რეზერვები 23 ივლისს დასრულებული კვირის განმავლობაში 4.1 მილიონით შემცირდა, ნაცვლად მოსალოდნელი - 2.9 მილიონით შემცირებისა. 

შეგახსენებთ, OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოდან ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით გაიზრდება. შესაბამისად, კრიზისამდელ მდგომარეობას ქვეყნები 2022 წლის ბოლოს მიაღწევენ.