მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის პირველ სავაჭრო დღეს მსოფლიოში  ნავთობის ფასი ოდნავ გაიზარდა, რაც იმას გულისხმობს, რომ საწვავზე მოთხოვნა კორონავირუსის ახალი შტამების მიუხედავად, მაღალი რჩება.

Brent-ის მარტის ფიუჩერსების ფასი 0,10%-ით გაიზარდა და ბარელზე 79,06 აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო, WTI-ის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 0,09%-ით არის მომატებული და ბარელზე 76,15 აშშ დოლარად ბარდება.

OPEC+ იანვრიდან დედგენილ გეგმას არ გადაუხვევს და ნავთობის მოპოვებას კვლავ 400 ათასი ბარელით გაზრდის.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.