მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება

25 ივნისის 10:00 საათის მონაცემებით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ნავთობზე ფასები მცირედით გაიზარდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0,09%-ით გაიზარდა და ბარელზე 75,63 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება, WTI-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ღირებულებას, იგი 0,08%-ით არის გაზრდილი, 73,36 აშშ დოლარამდე.

ნავთობის ფასის ზრდა, სავარაუდოდ OPEK+-ის უახლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრას უკავშირდება, სადაც ქვეყნები სავარაუდოდ ნავთობწარმოების შემცირებულ კვოტებზე შეთანხმებას სექტემბრამდე გააგრძელებენ.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში ნავთობის მარაგი 7,6 მილიონი ბარელით შემცირდა.