მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა

მსოფლიო ბაზარზე გასული დღის განმავლობაში ნავთობის ფასი დაეცა, რაც მექსიკის ყურეში ქარიშხალ "იდას" შემდეგ ნავთობის მოპოვების პრობლემების თანდათანობით აღმოფხვრით არის განპირობებული.

Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,76%-ით შემცირდა და ბარელზე 74,77 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,88%-ით დაეცა და ბარელზე 71.17 აშშ დოლარად ბარდება.

OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე გაზარდეს.