მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა

1 ოქტომბერს, OPEC +-ის მოახლოებული შეხვედრის წინ, მსოფლიოში ნავთობის ფასი მცირდება.

Brent-ის ტიპის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0.29%-ით დაეცა და ბარელზე 78.08 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.32%-ით გაიზარდა და ბარელზე 74,79 აშშ დოლარად ბარდება.

OPEC + -ის შეხვედრაზე, რომელიც მომავალ ორშაბათს გაიმართება, მწარმოებლები იმსჯელებენ, გაზარდონ თუ არა ნავთობის წარმოება დღეში 400 ათას ბარელზე მეტით.

”ორშაბათს OPEC + -ის მომავალი შეხვედრა იქნება გადამწყვეტი მომდევნო კვირაში ნავთობის ფასების განსაზღვრისას. წარმოების ზრდა, რომელიც აღემატება ადრე შეთანხმებულ 400 ათას ბარელს დღეში. მოიტანს გარკვეულ შვებას მოკლევადიან პერიოდში”, - აცხადებენ ექსპერტები.

OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე გაზარდეს.

ნავთობზე გლობალური მოთხოვნა პიკს 2030 წლისთვის მიაღწევს - უფრო ადრე ვიდრე მოსალოდნელი იყო, შემდეგ კი მასზე მოთხოვნა მკვეთრად დაიკლებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას ენერგიის სუფთა წყაროებზე გადავიდეს.