მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დელიკატესები

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული დელიკატესების ჩამონათვალს.

“Coffin Bay“-ს სამეფო ხამანწკები - სამეფო ხამანწკას ხშირად ოკეანის სტეიკს ან ურჩხულ ხამანწკას უწოდებენ. მისი ფასი საშუალოდ 70 დოლარია.

ალმას ხიზილალა - მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ხიზილალა ალმას ხიზილალაა. ერთი კილოგრამი დაახლოებით 10 139 აშშ დოლარი ღირს. 

ატლანტიკური ცისფერი ტუნა - 2020 წელს ტოკიოს ტოიოსუს თევზის ბაზარზე გამართულ აუქციონზე 276 კგ ტუნა 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

თევზი ფუგუ - ფუგუ იაპონური დელიკატესია. ფევროკავშირში ფუგუ აკრძალულია, მაგრამ ის ხელმისაწვდომია შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, სადაც მისი ფასი დაახლოებით 200 დოლარს შეადგენს.

ეთიკური ფუი გრა (ethical foie gra)  - “ფუი გრა“ ძვირადღირებული დელიკატესია. მის დასამზადებლად ბატებს კვებავენ მხოლოდ ბრინჯით და ბალახით, რაც იწვევს წონის ბუნებრივ მატებას. ერთი ქილა პაშტეტი 154 დოლარი ღირს.

საზამთრო დენსუკი -  მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი საზამთრო, იაპონიაში გამოიყვანეს. დენსუკი იწონის დაახლოებით 3,6 კგ-ს. 2008 წელს ის 6 057 აშშ დოლარად გაიყიდა.

და ჰონ პაო ჩაი - მუქი ულონგის ჩაის, რომელიც მხოლოდ ჩინეთის მთების კლდოვან ნიადაგზე იზრდება. ერთი გრამი ჩაი დაახლოებით 21,700 აშშ დოლარი ღირს.

ლალის რომაული ყურძენი - ყურძნის ყველაზე ძვირად ღირებული მტევნის რეკორდი მოხსნეს 2018 წელს, როდესაც 24 ყურძნის მტევანი 8 800 ფუნტად (11 139 აშშ დოლარად) გაიყიდა.

სამეფო ნესვი - იაპონური ჯიშის, წვნიანი და ტკბილი სამეფო ნესვი. ერთი ნესვი დაახლოებით 1.3 კგ იწონის. 2019 წელს აუქციონზე ერთი ნესვი 27 229 დოლარად გაიყიდა.