მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია დასახელდა

ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოდ დასახელდა. 

მეორეა ახალზელანდიური Air New Zealand, ხოლო მესამე ტაივანის EVA Air-ი. 

ავიაკომპანიების უსაფრთხოება რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა. მათ შორის ავიალაინერის ასაკი, ავიაკატასტროფების და ავარიების რაოდენობა.

რეიტინგი პორტალმა AirlineRatings.com-მა გაწერა.

ავსტრალიური ავიაკომპანია, პორტალის ცნობით, ლიდერობს კომპანიის ეკიპაჟების გამართული მუშაობით, ასევე ავტომატური დაფრენის სისტემის გამოყენებით ნავიგაციის დახმარებით და ავიალაინერის მართვის სიზუსტით მთიან რეგიონებში. 

ასევე ცნობილია, რომ Qantas-ი იყენებს ძრავის მონიტორინგის რეჟიმს, იმისთვის რომ ხარვეზები გამოავლინოს.

ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ტოპ 20-ეული ასე გამოიყურება:

1. Qantas;

2. Air New Zealand;

3. EVA Air;

4. Etihad;

5.Qatar Airways;

6. Singapore Airlines;

7. Emirates;

8. Alaska Airlines;

9. Cathay Pacific Airways;

10. Virgin Australia;

11. Hawaiian Airlines;

12. Virgin Atlantic Airlines;

13. TAP Portugal;

14.SAS;

15. Royal Jordanian;

16. Swiss;

17. Finnair;

18. Lufthansa;

19. Aer Lingus;

20. KLM.