მსოფლიოში ზეთი გაძვირდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსის მიხედვით, ივლისში, მცენარეულის ზეთზე ფასები, წინა, ივნისის, თვესთან შედარებით 7.6%-ით გაიზარდა და ბოლო 5 თვის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ფასების ზრდის მიზეზად, პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა და ზეთის საწარმოო პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები სახელდება.

fao-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

რა გაძვირდა და რა გაიაფდა მსოფლიოში ივლისის თვეში ნახეთ აქ.