მთის კურორტები ზამთრის სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის სათხილამურო სეზონზე ვიზიტორებს ახალ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს.

სვანეთში, ზურულდის მთაზე ახალი საბაგირო კომპლექსი შენდება. მოხდა არსებული ამორტიზირებული საბაგიროს დემონტაჟი, ახლა კი აქტიურად მიმდინარეობს სამონტაჟო სამუშაოები.

ახალი საბაგირო კომპლექსი 2021-22 წლების ზამთრის სეზონზე შევა ექსპლუატაციაში.

საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1800 მგზავრი იქნება, სიგრძე კი 1421 მეტრი.