მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე.წ მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის. აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.
ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ტურიზმის გახსნის დეტალების განსახილველად გამართულ მთავრობის სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო ასევე უსაფრთხო დერეფნებსა და საერთაშორისო ფრენების აღდგენა.