მზიურის პარკში 1-ელ ივნისს ბავშვთა გასართობი ღონისძიებები მოეწყობა

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებთ, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით თბილისში, მზიურის პარკში ბავშვთა გასართობი ღონისძიებები მოეწყობა. 

აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე 16:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. 

სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენები ბავშვებისთვის და ზღაპრის გმირების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები.

დღის განმავლობაში ღონისძიებები განხორციელდება ღია სივრცეში.

1-ლი ივნისის ღონისძიების მიმდინარეობისას, თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მეზღაპრის კუთხე და სხვადასხვა აქტივობა.

მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.