ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

ქუთაისი- ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. 

ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.