NASA-მ თურქეთის ხანძრების კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა - PHOTO

NASA-მ კოსმოსიდან დანახული თურქეთის ხანძრების ფოტოსურათები გამოაქვეყნა. კატასტროფის მასშტაბები იმდენად სერიოზულია, რომ მისი დანახვა  კოსმოსიდანაც არის შესაძლებელი.

ფოტოებზე ნაჩვენებია ხანძრის შედეგად გამოწვეული დანაკლისი, რამაც ტყეები ნაცრად აქცია.

თურქეთში, ხანძარს სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთში 28 ივლისიდან დღემდე, 34 პროვინციაში ტყის ხანძრის 160 კერაზე კონტროლი დამყარდა. ახლა ტყეები ხუთ პროვინციაში იწვის და მეხანძრეები 14 ხანძარს ებრძვიან.