ნათია თურნავა: გახსნის შემდგომი პრიორიტეტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

"გახსნის შემდგომი პრიორიტეტი, ცალსახად, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებას ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება რესტორნებთან, მთის კურორტებთან, ფიტნეს ცენტრებთან, კლუბებთან, კულტურულ ღონისზიებებთან და მასობრივი ხასიათის შეკრებებთან დაკავშირებით. 

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ახლო პერიოდში შევძლებთ, ვიმსჯელოთ რა პერსპექტივებია და როდისთვის, საორიენტაციოდ მაინც, შეგვეძლება ამ სფეროების გახსნაზე საუბარი", - განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში.