ნათია თურნავა: ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კანონერად განაახლა საქმიანობა

დღეს ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა. ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მდიდარი ჰიდრორესურსები აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის

შეგახსენებთ, დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის განახლება გააპროტესტა