ნათია თურნავამ და ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო და საავიაციო ტექნიკის საწარმოები დაათვალიერეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა.

მინისტრები წარმოებულ პროდუქციას გაეცნენ, რომელთა ნაწილი, მათ შორის „დელტას“ მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა ექსპორტზე გადის.

„თამ მენჯემენტის“ საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრებს საწარმოს ხელმძღვანელმა, პანტიკო თორდიამ გააცნო.

ნათია თურნავას თქმით, საავიაციო ტექნიკის წარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და აქვს პოტენციალი, რომ უფრო მეტად განვითარდეს.