ნავთობის ღირებულება იზრდება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები, OPEC+-ის გადაწყვეტილების ფონზე, კლვავ გაიზარდა.

Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი 1,54%-ით გაიზარდა და ბარელზე 70,72 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 1,73%-ით არის მომატებული და ბარელზე 67,65 აშშ დოლარად ბარდება

OPEC+-ის ქვეყნებმა გადაწყვიტეს ალიანსის ამჟამინდელი სტრატეგია შეინარჩუნონ და იანვარში ნავთობის მოპოვება დაგეგმილი 400 ათასი ბარელით გაზარდონ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.