ნავთობი გაიაფების ტრენდს დაუბრუნდა

2020 წლის 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 58,50 (- 0,81) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweetტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 53.38 (- 0.50) დოლარი/ბარელზე.