ნავთობის ფასი იზრდება

ყაზახეთში არსებული ვითარების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაცია Investing.com-ზე გამოქვეყნდა.

Brent-ის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,22%-ით გაიზარდა და ბარელზე 81,93 აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო, WTI-ის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 0,24%-ით არის მომატებული და ბარელზე 79,09 აშშ დოლარად ბარდება.

ნავთობის მწარმოებელმა Tengizchevroil-მა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ქვეყანაში პროტესტის მიუხედავად,  მუშაობას გააგრძელებს. თუმცა,  ლოგისტიკური სირთულეების გამო,  დროებით შეცვალა წარმოება.