ნავთობის ფასი იზრდება

OPEC +-ის გადაწყვეტილების შემდეგ, 5 იანვარს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაცია Investing.com-ზე გამოქვეყნდა.

Brent-ის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,32%%-ით გაიზარდა და ბარელზე 80,04 აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო, WTI-ის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 0,03%-ით არის მომატებული და ბარელზე 77,01 აშშ დოლარად ბარდება.

გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ OPEC+ იანვრიდან დედგენილ გეგმას არ გადაუხვევს და ნავთობის მოპოვებას კვლავ 400 ათასი ბარელით გაზრდის.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.