ორი სავაჭრო დღის განმავლობაში საშუალოდ 5%-ით გაზრდის შემდეგ, ბოლო 24 საათში, ნავთობის ფასმა იკლო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაცია Investing.com-ზე გამოქვეყნდა.
Brent-ის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,1%-ით დაეცა და ბარელზე 84,47 აშშ დოლარი შეადგინა.
ხოლო, WTI-ის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 0,21%-ით არის შემცირებული და ბარელზე 82,46 აშშ დოლარად ბარდება.
ნავთობის ფასის ვარდნას ხელი შეუწყო აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნავთობის კომერციული მარაგები 7 იანვრის დასრულებული კვირისთვის 4,6 მლნ ბარელით, ანუ 1,1%-ით დაეცა და 413,3 მლნ ბარელი შეადგინა. კლება 1,9 მილიონით იყო მოსალოდნელი, ამასთან მარაგები ყველაზე დაბალ დონეზე იყო 2018 წლის 5 ოქტომბრის კვირიდან, როდესაც მაჩვენებელი 409,9 მლნ ბარელზე იყო.
გარდა ამისა, ინვესტორები ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გამო, კვლავ შეშფოთებულები არიან.