ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

22 ივნისის 10:00 საათის მონაცემებით, მსოფლიო ნავთობზე ფასები დასტაბილურდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0,25%-ით გაიზარდა და ბარელზე 75,09 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება, WTI-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ღირებულებას, იგი 0,07%-ით არის გაზრდილი, 73,17 აშშ დოლარამდე.

ნავთობის ფასის ზრდა, სავარაუდოდ OPEK+-ის უახლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრას უკავშირდება, სადაც ქვეყნები სავარაუდოდ ნავთობწარმოების შემცირებულ კვოტებზე შეთანხმებას სექტემბრამდე გააგრძელებენ.