ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ახალი ვალი აიღო

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ძველის გადაფარვის მიზნით, ახალი ვალი აიღო. როგორც სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან .report.ge-ს აცნობეს, მათ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2016 წელს განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, რეფინანსირება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდა, რომლითაც 2021 წლის 26 აპრილს ევროობლიგაციები სრულად დაიფარა. 10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას, კორპორაციამ, 2020 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. აღნიშნული სასესხო რესურსით, ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად, ყოველწლიური საპროცენტო ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა.