ნიგერია OPEC +-ს წარმოების შემცირების კვოტის გადახედვას სთხოვს

ნიგერიამ OPEC+ ალიანსის პარტნიორებს სთხოვა, ნავთობის მოპოვების პირობებს გადახედონ. ამის შესახებ დუბაიში მიმდინარე Gastech-ის კონფერენციაზე ქვეყნის ნავთობის მინისტრმა ტიმიპრე სილვამ განაცხადა.

არსებული ცნობით, ქვეყანამ წარმოება დღეში 1.7 მილიონი ბარელიდან უნდა შეამციროს, ახლა კი ნიგერია საბაზისო ათვლას დღეში 2.2 მილიონი ბარელიდან ითხოვს. ელიდან დღეში.

მანამდე სააგენტო Argus გაავრცელა ინფორმაცია, რომ აგვისტოში ნიგერიაში ნავთობის წარმოება ინფრასტრუქტურის პრობლემების გამო დღეში 40 ათასი ბარელით - 1.34 მილიონ ბარელამდე შემცირდა.