ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ მუშაობა განაახლა

ეპიდვითარების გამო ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა.

პირველ ეტაპზე სამუშაოს ტრეიდერთა მხოლოდ მეოთხედი დაუბრუნდა.

ბროკერებს ახალი წესების გათვალისწინება მოუწევთ, რადგან ბირჟის მუშაობაში COVID19-ის გამო გარკვეული კორექტივებია შესული. მოთხოვნაა, რომ მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ უნდა ისარგებლონ, აუცილებელია ასევე ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ზარის ღილაკს, რომელიც ბროკერებს ვაჭრობის დაწყებას აუწყებს, ხელი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დააჭირა.