ნოემბრის ჯავშნებით კახეთის სასტუმროები ლიდერობს

ნოემბრის სამომავლო დატვირთულობა ზღვისპირა სასტუმროებში 2%-ს შეადგენს, თბილისში და სხვა რეგიონებში 6%-ს, ხოლო კახეთის სასტუმროებში 7%-ს შეადგენს.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

გასულ კვირასთან შედარებით, ნოემბრის დატვირთულობა 1 პპ-ით გაზრდილი მთელ საქართველოში.

გასულ კვირასთან შედარებით, დიდ სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა შემცირდა ზღვისპირეთში, კახეთში და სხვა რეგიონებში, ხოლო თბილისში გაიზარდა. დატვირთულობამ 2% შეადგინა ზღვისპირეთში, 8% თბილისში, ხოლო სხვა რეგიონების და კახეთის სასტუმროების დატვირთულობა 14% და 31% იყო.

არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს.