ნორვეგიამ საქართველოს 3 751 000 ევრო გამოუყო

ნორვეგიამ ევროპის საბჭოს 2020 - 2023 წლების საქართველოს სამოქმედო გეგმის შესასრულებლად დაახლოებით 3 751 000 ევრო გამოყო. 

საქართველოში ნორვეგიის ელჩმა, ჰელენე სანდ ანდრესენმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ, გამართული შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ ისაუბრეს 2020 -2023 წლებში განსახორციელებელი პროექტების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის შესახებ.