ობიექტებს, რომლებიც მუშაობა განაგრძობენ, ზედამხედველობის მოთხოვნები გააცნეს

ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტების და სილამაზის სალონების/ესთეტიკური მედიცინის ცენტრების წარმომადგენლებს სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნები გააცნეს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა 4 020 ობიექტი მოინახულეს. 

COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ოფიცრებმა მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს.