ოქროს ფასი იზრდება

ამერიკული დოლარის გაუფასურების ფონზე, ინვესტორების მიერ ოქროს მიმართ ინტერესი იზრდება. 

ნიუ-იორკის Comex Exchange-ის ბირჟაზე ოქროს თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება  0,06%-ით,  1 აშშ დოლარით გაიზარდა და  უნციაზე 1 777,8 აშშ დოლარს შეადგენს.

ოქროს ფასის მატება დოლარის კურის კლებით არის განპირობებული. დოლარის ინდექსი (დოლარის გაცვლითი კურსი ექვსი ქვეყნის ვალუტების კალათის მიმართ) კიდევ 0,09%-ით შემცირდა - 96.19 პუნქტამდე.