ოქროს ფასი იზრდება

მიმდინარე კვირაში 1.2%-იანი გაუფასურების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასმა დადებითი დინამიკა შეინარჩუნა. 

ნიუ-იორკის Comex Exchange-ზე  ოქროს თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,71%-ით,  12,45 აშშ დოლარით გაიზარდა და უნციაზე 1 775,1 აშშ დოლარს შეადგენს.

ინვესტორების გაურკვევლობა გამოწვეულია ახალი COVID-19 შტამის გავრცელებით, ზოგიერთი ექსპერტის თქმით, უფრო მდგრადია ვაქცინების მიმართ. 

2021 წელს ინვესტორების ინტერესი ოქროს მიმართ შემცირდა. ინვესტორები ინვესტიციებს უფრო მომგებიან აქტივებში, კრიპტოვალუტებში და სასაქონლო აქტივებში ახორციელებენ.