ოქროს ღირებულება ეცემა

აშშ დოლარის გამყარების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი ეცემა.

Report.ge-ს ცნობით, ნიუ-იორკის Comex-ის საფონდო ბირჟაზე ოქროს თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,3%-ით,  5,35 დოლარით, უნციაზე 1 791,95 დოლარამდე შემცირდა. 

ამასთან, ვერცხლის მარტის ფიუჩერსები 0,44%-ით დაეცა და უნციაზე 22,31 აშშ დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ოქროს ფასი უნციაზე 1800 აშშ დოლარზე დაბლა დარჩება.