ოქროს ღირებულება გაიზარდა

გასული სავაჭრო დღის ბოლოსთვის, ოთხდღიანი კლების შემდეგ, ოქროს ღირებულება კორექციის ფარგლებში გაიზარდა.

Comex-ის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ოქროს დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,11%-ით,  2,05 აშშ დოლარით არის მომატებული და უნციაზე 1 808,35 აშშ დოლარს შეადგენს. 

რაც შეეხება ვერცხლის ფასებს. ვერცხლის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება კიდევ  0,1%-ით დაეცა და 24,3 აშშ დოლარს შეადგენს.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ოქრო დაახლოებით 3,5%-ით დაეცა.

ინვესტორების ინტერესი ოქროს მიმართ 2021 წელს შემცირდა. ინვესტორები ინვესტიციებს უფრო მომგებიან აქტივებში, კრიპტოვალუტებში და სასაქონლო აქტივებში ახორციელებენ